LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპოზიცია ძროხას ჰგავს” – ირაკლი კობახიძის კიდევ ერთი “ფრთიანი ფრაზა”

308
კობახა (1)

“ქართული ოცნების” აგრესიული რიტორიკა ოპოზიციის მიმართ და ივანიშვილის გუნდის “ფრთიანი ფრაზები” – ირაკლი კობახიძემ დღეს ოპოზიცია ძროხას შეადარა. მანამდე მან საკუთარ ოპონენტებს “გოიმურები” უწოდა.

როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ, მმართველი გუნდი ოპოზიციას უკვე ღიად უპირისპირდება. დღეს კობახიძემდე მთავრობის მეთაურმა მათ “ტოქსიკური ძალა” უწოდა.

"ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე" - ირაკლი კობახიძე

"დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა ახალი ამბავი არ არის. ასეთ წერილებს 2012 წლის შემოდგომიდან გვიგზავნიან".

რაც შეეხება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ის დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე მოქალაქეები ოპოზიციას თავის ადგილს მიუჩენენ.

ოპოზიციაზე ვამბობ, ხარზე მეტად ჰგავს ძროხას. რა თქმა უნდა, ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს… რაც შეეხება წითელ ნაჭერს, ბუნებრივია, მე მზად ვარ, რომ გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი ადგილი მიეჩინოს“, – განაცხადა კობახიძემ.

ეს განცხადება კობახიძემ ყოფილი თანაგუნდელის – ეკა ბესელიას რეპლიკის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც თქვა: “კობახიძე სიის სათავეში? – ეს ისეა ხარს რომ წითელ ნაჭერს აუფრიალებ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g