ოპოზიციური პარტიები ახალი ინიციატივით გამოდიან და ივანიშვილის დასამარცხებლად ახალ გეგმებზე საუბრობენ.
“ევროპული საქართველო” და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.
არჩილ თალაკვაძემ დაანონსა ის ცვლილებები , რომლის მიღების შემდეგ უნდა გაიმართოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
10 საარჩევნო ცლილებება, რომელსაც "ქართული ოცნება" გეგმავს
ამ იდეას “ნაციონალური მოძრაობა” ეთანხმება და ამბობს, რომ კარგია თუ ეს კონსენსუსი იქნება.
“ნებისმიერმა თავმოყვარე პარტიამ, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, უნდა განაცხადოს, რომ ის არასდროს შეუწყობს ხელს ივანიშვილს მთავრობის ჩამოყალიბებაში”, – აცხადებს რომან გოცირიძე.
სამაგიეროდ, ინიციატივა არ მოსწონს უმრავლესობას და “ევროპულ საქართველოს” ქვეყანაში კრიზისის შექმნის მცდელობა დააბრალა.
გია ვოლსკი აცხადებს, რომ მათ ქვეყანაში კრიზისი უნდა შექმნან იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით არ მოვა. „ქართულმა ოცნებამ“ 50 პროცენტს უნდა გადააჭარბოს, რათა ქვეყანაში კრიზისი არ დაუშვას”, – აცხადებს ვოლსკი.