LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიცია მოლაპარაკებებზე ძალიან კონსტრუქციული იყო, კობახიძე ყველაფრის გადაბრალებას ოპოზიციისთვის ცდილობს: გიგი წერეთელი

49
გიგი წერეთელი

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დროს მმართველი პარტიის შეთავაზებები ეხებოდა ყველა პუნქტს, რომელიც თავის დროზე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა ჩამოწერა, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებზე ძალიან კონსტრუქციული იყო, ირაკლი კობახიძე კი ყველაფრის გადაბრალებას კვლავ ოპოზიციისთვის ცდილობს.

მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლებას ცივილიზებული სამყაროსკენ სვლა სურს, გარკვეული რაღაცები უნდა დათმოს.

“ყოველთვის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კრიზისიდან გამოსვლის ერთი გზა არსებობს, ეს არის მოლაპარაკება. ეს ხდება ნებისმიერი ომის, დაპირისპირების შემდეგ და როგორც ჩანს, ახლაც ეს გზა არის. თუკი ხელისუფლებას სურს, რომ ჩვენ გავაგრძელოთ დასავლეთთან პარტნიორობა, ახლა კიდევ აშშ ერთვება ამ პროცესში, თუ კი ხელისუფლებას სურს, რომ ამ გზაზე ვიაროთ და ვიაროთ ნორმალური ცივილიზებული სამყაროსკენ, არ გავხდეთ კიდევ უფრო მეტად და საბოლოოდ რუსეთის ლუკმა, ის მოლაპარაკებაზე უნდა წავიდეს და გარკვეული რაღაცები დათმოს. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, მე ნამდვილად არ ვიზიარებ კობახიძის ბრალდებას, რომ ეს მოლაპარაკება „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ ჩაშალეს. ეს არ არის ახალი, ეს არის ის საქმე, რომელიც აქვს უმრავლესობას და უმრავლეს შემთხვევაში, კობახიძეს – ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალება. მე ვფიქრობ, ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია, იმიტომ, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებზე ძალიან კონსტრუქციული იყო“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

magti 5g