LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპოზიციამ ჯერ შემოდით, შემოდითო, ახლა გვეუბნება გავიდეთო… პათოსს ვიზიარებთ, მაგრამ უნდა ვიმსჯელოთ”: უდუმაშვილი ხაზარაძის ინიციატივაზე

71
დზხბსბჰ

ოპოზიციამ ჯერ შემოდით, შემოდითო, ახლა გვეუბნება გავიდეთო, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ბუნებრივია, სრულიად ვიზიარებთ მამუკა ხაზარაძის პათოსს, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი “ლელოს” ლიდერის დღევანდელ ინიციატივას.

როგორც უდუმაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, “ლელოს” ინიციატივაზე პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს.

მოსამართლეთა დანიშვნის შემთხვევაში ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს – ხაზარაძის ინიციატივა

„ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად უარი თქვა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე. ეს ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ამნისტიის კანონი გამოიტანეს. ის ბარბაროსული კანონი, რომლის მიღებასაც გეგმავენ. ეს იყო პირველი დარღვევა შეთანხმების, ახლა კი არ აპირებენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას.

ამ საკითხზე რა თქმა უნდა, დასავლელი პარტნიორების მხრიდან რეაგირება არის მნიშვნელოვანი,მაგრამ ქართული პოლიტიკა უნდა აკეთონ ქართველმა პოლიტიკოსებმა. ჩვენზეა ბევრი რამ დამოკიდებული. არცერთ ვერსიას არ გამოვირცხავ, მაგრამ არ ვარ მზად ახლა კონკრეტული გადაწყვეტილება გითხრათ. ალბათ, სამომავლოდ ვიმსჯელებთ”,- აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

ამასთან, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე გაცხადებული უარი კვლავ ძალაში რჩება.

“მე მგონი ახლა ის პროცესი მიმდინარეობს, რომ შეიძლება სხვებმა თქვან უარი შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. პრაქტიკულად, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს დოკუმენტი ჩავარდა. ქართული ოცნების მხრიდან მხოლოდ ხელმოწერა დარჩა ამ დოკუმენტზე და ამით ის პუქტები, რაც მოცემულია, შეუსრულებელი დარჩება. რა დოკუმენტზეა საუბარი, როდესაც “ოცნებამ” თქვა, რომ არ მაინტერესებს მე გავაკეთებ იმას, რაც მსურს. გასაგებია, რატომაც ხდება ეს ყველაფერი. ივანიშვილის სერყეული ძალაუფლება მორჩილ სასამართლო სისტემაზე დგას, ამ ბერკეტს კი ივანიშვილი ასე იოლად არ დათმობს, მაგრმა ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, რომ გადავადებინოთ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა”.

“არანაირი ინტერესთა კვეთა არ არსებობს, “ოცნებას“ აწყობს ახალი მითები გაუშვას” – უდუმაშვილი გახარია-სააკაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g