გაერთიანებულმა ოპოზიციამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ე.წ. “შავ სიას” სახელი შეუცვალეს. დღეიდან იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, თანამდებობა ბოროტად გამოიყენეს, მონაწილეობა მიიღეს აქციების დარბევაში და ა.შ ერქმევა “20 ივნისის სია.” ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიაში შესაყვან ადამიანებთან დაკავშირებით, ჯგუფში, კონკრეტული მექანიზმი შემუშავდა.
ვაშაძემ აღნიშნული განცხადება, გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ის ამბობს, რომ შეიკრიბება კომისია, სადაც თითოეულ სახელსა და გვარს, იმ მამტკიცებელ საბუთებს განიხილავენ, რომლითაც დასტურდება მათი მხრიდან პოლიტიკური დავალებების შესრულება.
„დამტკიცდება ეს სახელები და გვარები საერთო შეკრებაზე და შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი“ , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
არ იცვლება ოპოზიციის მთავარი გეგმა – რეგიონული აქციები, რომლებიც გაგრძელდება და უფრო სისტემური, მასობრივი ხასიათი ექნება. ასევე, პარლამენტის პიკეტირება და მზადება დიდი შეკრებისთვის თბილისში, რომლის თარიღიც ოპოზიცია მიმდინარე თვის ბოლოს დაასახელებს.
ვინ მოხვდება ოპოზიციის “შავ სიაში” და რა შეზღუდვები დაწესდება მათზე
„რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ვართ დამოკიდებული, ეს არის ეუთო ოდირის დასკვნა, ასევე მონაცემები, რომლებიც უნდა მივიღოთ საქართველოში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით და მთავარი – ქმედება „ქართული ოცნების“ მხრიდან. 20 იანვრისთვის გვექნება დეტალური თარიღები.
ველოდებით რამდენიმე დეტალურ შეტყობინებას, მათ შორის ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან, რომელიც დახურულ რეჟიმში განვიხილეთ და, რომელზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ“ , – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
“შავი სიის” პირველი ხუთეული – გაერთიანებული ოპოზიცია სიას ასაჯაროვებს