LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მოხვდება ოპოზიციის “შავ სიაში” და რა შეზღუდვები დაწესდება მათზე

362
1573744585234258

გაერთიანებული ოპოზიცია კიდევ ერთ ბრძოლის სტრატეგიულ ფორმატზე გადადის. დღეიდან ისინი მუშაობას იწყებენ ე.წ. “შავ სიაზე”, სადაც ჩამონათვალში მოხვდებიან ის პროკურორები, მოსამართლეები და პოლიციელები, რომლებიც ძალადობდნენ აქციის მონაწილეებზე და სამსახურეობრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდნენ. სიაში იქნებიან კონკრეტულად ის მოსამართლეებიც, ვინც პოლიტპატიმრების საქმეში ფიგურირებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კანდიდატია ვალერიან ფილიშვილი, რომელიც აქციაზე დაკავებული აქტივისტების სასამართლოს ხელმძღვანელია და რომელსაც 20 მაისის აქციიდან დაწყებული პარლამენტის პიკეტირების ბოლო გამოსვლების დროს დაკავებულთა საქმეები აბარია. ოპოზიციურ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული სია გადაეგზავნება ყველა პარტნიორ ქვეყანას და მეგობარ საერთაშორისო ორგანიზაციებს. დოკუმენტი, რომელსაც ოპოზიცია ამზადებს, შეზრუდვების დაწესებას ითვალისწინებს “შავ სიაში” მითითებულ პირებზე. ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება სავიზო შეზღუდვა.

რატომ დაეწერა 37-ვე საქმე ერთ მოსამართლეს – საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

“დღეს შეიქმნება კომისია, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური დევნის საკითხებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. შეისწავლის პოლიტპატიმრების და სხვა პოლიტიკური რეპრესიების ქვეშ მყოფი ადამიანების საკითხს, მაგრამ ის ასევე გამოკვეთს იმ პოლიციელებს, პროკურორებს და მოსამართლეებს, რომლებიც ბოროტად იყენებენ კანონს და უფლებამოსილებას. ისინი გახდებიან დასავლეთის მხრიდან ინდივიდუალური სანქციების სამიზნე”, – აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა.

ოპოზიციის მიერ შემუშავებულ სიაში ძირითადი ორი მიმართულება იქნება გამოკვეთილი, რომელიც საბოლოო დამუშავების შემდეგ შესაბამის საერთაშორისო  ორგანიზაციებს გადაეგზავნება. ოპოზიციას აღნიშნულ საკითხზე საერთო აზრი აქვს მიღებული.

“ეს შეხვედრა ემსახურება ორ მიზანს. ჩვენ ყველა პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით. პირველი ეს არის პოლიტპატიმრების სია, რომელსაც გადავცემთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს და მეგობარ ქვეყნებს და მეორე საკითხი – ეს არის იმ დამნაშავე პროკურორების, მოსამართლეების და ე.წ. ტიტუშკების სია, რომლებიც ძალადობდნენ აქტივისტებზე. ჩვენ ვთხოვთ პარტნიორ ორგანიზაციებს, რომ განახორციელონ მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის სავიზო შეზღუდვა”, –  ლევან თარხნიშვილი “ევროპული საქართველოს” წევრი.

გამოაჩინეთ მოსამართლეების ე.წ. „შავი სია“ – სერგო მეთოფიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g