LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მეგობრები შეეცდებიან ჩვენს დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს” – ნინო ბურჯანაძე

131
ბურჯანაძე

ოპოზიციის სამოქმედო გეგმის წარდგენისას, რუსთაველზე განცხადება გააკეთა ნინო ბურჯანაძემ. მისი განცხადებით, ხალხი, ვისი წინაპრებიც ვისი წინაპრებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის უნდა გამოვიდნენ ქუჩაში.

“არ ვეგუებით იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველო თავის საკუთარ ბოსტნად გადააქციოს, ხოლო ჩვენ მოგვექცეს ისე როგორც ბოსტანში ექცევიან ბოსტნეულს.”

“ოპოზიცია აცხადებს თავის სამოქმედო გეგმას, რომ გაადავარჩინოთ ქვეყანა. მეგობრები შეეცდებიან ჩვენს დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს რომ არჩევნები გაყალბებულია. არჩევნების შედეგებს არ ვეგუებით.” – აცხადებს ბურჯანაძე

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ისინი არ შეეგუებიან ქართული ოცნების პოლტიკას, –  “რაც მთავარია არ ვეგუებით იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველო თავის საკუთარ ბოსტნად გადააქციოს, ხოლო ჩვენ მოგვექცეს ისე როგორც ბოსტანში ექცევიან ბოსტნეულს.”

“საქართველოს მოსახლეობამ, ვისაც გვაქვს ღირსეული წარსული. ვისი წინაპრებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს – საქართველო არ არის შენი ბოსტანი” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

ვიზიტი ქვეყნის რეგიონებში და მასშტაბური აქცია – ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ “გაერთიანებული ოპოზიცია” ახალ სამოქმედო გეგმას აცხადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები