„ოპოზიციას ნებისმიერ თემაზე დიალოგის სურვილი, მითუმეტეს ღარიბაშვილთან არ აქვს“,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ დიალოგი უნდა შედგეს მხოლოდ იმ თემებთან დაკავშირებით, რამაც ქვეყანაში კრიზისი შექმნა.
აფექტური სიტუაციის პროგნოზირება ძალიან რთულია.
ერთი კვირა გახარიას გარეშე - სად წავა და რა პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს ყოფილი პრემიერი
შეგახსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანისთან გამართულ აქციაზე, ოპოზიციის წევრებმა ერთობლივი განცხადება წაიკითხეს.
ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას 2 მარტს გეგმავს, ხოლო 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება მოხდება. გარდა ამისა, 9 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება, ხოლო 11 მარტს კიდევ ერთი აქცია სასამართლოსთან იგეგმება. 13 მარტს კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კიდევ ერთხელ აპირებენ პარლამენტთან შეკრებას.