„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ „ოპოზიციასთან ურთიერთობა და მათთან ჩართულობა უნდა მოხდეს მათი სურვილის შესაბამისად“. მისივე განმარტებით, ამისათვის საჭიროა ოპოზიცია საღად აფასებდეს მიმდინარე მოვლენებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივა მათი პრიორიტეტი იყოს.
პირველი ნაბიჯი არის „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც ამის ნაცვლად ზიზღის კამპანიას თესავს: თეონა აქუბარდია
„სურვილი კი მაშინ ყალიბდება, როცა კრიმინალური და ხელისუფლების შეცვლის გეგმები კი არ გაქვს, არამედ საღად უყურებ მოვლენებს და შენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, გზა სტატუსის მინიჭება და სრულყოფილი გაწევრიანება პრიორიტეტია შენი პარტიისთვის და არა ხელისუფლებაში მოსვლა, ხელისუფლების აყირავება და კრიმინალური შინაარსი“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.