LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ნაბიჯი არის „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც ამის ნაცვლად ზიზღის კამპანიას თესავს: თეონა აქუბარდია

80
თეონა აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კომუნიკაციის დასაწყებად პირველი ნაბიჯი „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგას, თუმცა ისინი ამის სანაცვლოდ, ზიზღის კამპანიას თესავენ.

„პირველი ნაბიჯი არის „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც ამის ნაცვლად ზიზღის კამპანიას თესავს და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე აგდებს ქვეყანას. როდესაც გაიაზრებენ, რომ მათი პასუხისმგებლობაა პირველი ნაბიჯის გადმოდგმა და არა განცხადებებით, არამედ, ქმედებებზე გადავლენ, მე არ მგონია, რომ კონსულტაციების პრობლემა არსებობდეს“, – განაცხადა აქუბარდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები