LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპოზიციის განცხადებები, რომ ბიუჯეტი მცირდება, მანიპულაციაა” – თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

35
გიორგი ტყემალაძე

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის თანახმად, ის 2022 წელთან შედარებით 150 მილიონი ლარითაა გაზრდილი. როგორც მან აღნიშნა, წლის განმავლობაში ბიუჯეტი ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტს მინიმუმ 300 მილიონით გადააჭარბებს.

„რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც თბილისის მერიამ 15 ნოემბერს შემოიტანა, მას რეკომენდაციებით დაუბრუნდა. რეკომენდაციები წარმოდგენილია როგორც კომისიების, ასევე ყველა იმ ფრაქციის მიერ, რომელიც თბილისის საკრებულოში არიან. 10 დეკემბრამდე ბიუჯეტი გადამუშავდება. ამ პერიოდის განმავლობაში, მერიასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით პროცესში იმისთვის, რომ ბიუჯეტის პროექტში მაქსიმალურად აისახოს ის რეკომენდაციები, რომლებიც საკრებულომ წარადგინა. ჩვენ, საბოლოოდ, მივიღებთ იმგვარ დოკუმენტს, რომელიც მნიშვნელოვნად თბილისელებზე ორიენტირებული იქნება.

ერთადერთი, სადაც დაფინანსება გაიზარდა, ბიუროკრატია და ხელფასებია... ძალიან ბევრი გამოწვევა ამ ბიუჯეტით კვლავ მოუგვარებელი რჩება - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

"ქართული ოცნება მანიპულირებს, როდესაც ამბობს, რომ თითქოს ბიუჯეტი იზრდება. სინამდვილეში, მიმდინარე ბიუჯეტთან შედარებით, ის 121 მილიონით იკლებს".

ციფრებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელიც დღეს შემოტანილია, უკვე დაახლოებით 150 მილიონი ლარითაა გაზრდილი, 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 10 დეკემბრამდე დასრულდება მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან და დაზუსტდება ტრანსფერი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება გამოყოფს, კიდევ უფრო გაიზრდება ბიუჯეტი. ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს ახალ პროექტებს, მეტ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ეკოლოგიურ თუ სატრანსპორტო პროექტს. ჩვენ ერთი რამ ზუსტად ვიცით, ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მივიღოთ ჩვენი ქალაქისთვის მაქსიმალურად სასიკეთო ბიუჯეტი.

გვაქვს უღიმღამო ბიუჯეტი, რომელშიც კალაძის მრავალწლიანი დაპირებებიც კი სათანადოდ არ არის ასახული - საბა ბუაძე

"საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა კარგი და მისასალმებელია, თუმცა ამავე სექტორში გაბერილი შტატები კარგი და მოსაწონი ვერ იქნება".

ოპოზიციის განცხადებები, რომ ბიუჯეტი მცირდება, პირდაპირ გეტყვით, მანიპულაციაა. ჩვენ ამ პროექტს ვადარებთ 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს და ეს კიდევ არ არის საბოლოო. აქვე მინდა ვთქვა, რომ წლის განმავლობაში, როგორც ყოველთვის, ტრადიციულად, ბიუჯეტი ეტაპობრივად იზრდება. გამომდინარე აქედან, 2023 წლის ბიუჯეტი მინიმუმ 300 მილიონით მეტი იქნება, ვიდრე წლევანდელი ბიუჯეტი იყო“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g