ამნისტიის 2 კანონპროექტი და კონკრეტული ჩანაწერის სადავო დეტალები – რა ბედი ელის კანონპროექტს პარლამენტში განხილვის შემდეგ? თემაზე „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ისაუბრა.
ცნობილია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ რომ ამნისტიის ორი კანონპროექტი გასაჯაროვდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის, კითხვაზე, რა ძირითადი განსხვავებაა ამ ორ კანონპროექტს შორის, ალუდა ღუდუშაური პასუხობს.
„როდესაც საუბარია ორ კანონპროექტზე, ეს მართლაც ასეა. ერთი გახლავთ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული, ხოლო მეორე კანონპროექტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაინიცირდა პარლამენტში შემოსული ოპოზიციის მერ. უნდა აღინიშნოს, რომ იმ შეთანხმებით, რომელიც შარლ მიშელის ძალისხმევით იქნა მიღწეული, მხარეებმა ვიკისრეთ პასუხისმგებლობა, რასაც ადასტურებს ამ დოკუმენტზე ხელმოწერები.
დოკუმენტში კი პირდაპირ, სიტყვასიტყვით წერია, რომ საუბარი არის 2019 წლის 19 -21 ივნისის მოვლენებზე და ჩანაწერში მკაფიოდ არის ხაზგასმა, რომ ყველა შესაძლო დარღვევა უნდა ეპატიოს ყველას. ამიტომ ჩვენ მიერ დაინიცირებული კანონპროექტი სრულ თანხვედრაშია შარლ მიშელის დოკუმეტთან. მეტიც ფაქტობრივად სიტყვასიტყვით ჩანაწერი გვაქვს, რაც ბატონი შარლ მიშელის მიერ იქნა წარმოდგენილი და რაზეც მხარეები შეთანხმდნენ. შეთახმების ყოველგვარი სხვაგვარი წაკითხვა, ან სხვაგვარი გაგება უბრალოდ აზრს მოკლებლია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს“. – ამბობს ღუდუშაური „კვირის თემასთან“.
ნიკა მელიას ამნისტია უნდა იყოს თუ არა დამოკიდებული თავად ბრალდებულის თანხმობაზე თუ არდათანხმებაზე – ღუდუშაური მმართველი გუნდის კრიტიკას არ ეთანხმება
„როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტი ამნისტიის შესახებ კრიტიკას ვერ უძლებსო, მე გთავაზობთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუსვათ კითხვა, რატომაა, რომ მათ მიერ დაინიცირებული კანონპროექტის თანახმად დაზარალებულის კატეგორია არის აბსოლუტურად დისკრიმინაციულად გადმოცემული. მე როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგით მოქალაქეს ეს ძალიან მაინტერესებს.
მათი კანონპროექტის მიხედვით ამნისტიის შეხება დამოკიდებული უნდა იყოს დაზარალებულთა ნებაზე. მაგრამ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ბატონი მელიას შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად პოლიციელები არიან დაზარალებულები, აქ უკვე შევიდნენ ჩიხში და მიუხედავად ამისა, მაინც ჩაწერეს კანონპროექტში, რომ თურმე დაზარალებული პოლიციელების თანხმობა არ არის საჭირო, ხოლო დაზარალებული მოქალაქეების თანხმობა, სავალდებულოა.
კითხვას ვსვამ, ეს არ არის სამართლებრივი განმარტება ან დეფინიცია, რომ დაზარალებულების დაყოფა მოხდეს სტიგმატიზაციის ნიშნებით? რომ თურმე დაზარალებული პოლიციელი არაა დაზარალებული და დაზარალებული მოქალაქე დაზარალებულია. ეს რას ნიშნავს?
ეს მკაფიოდ და ცალსახად წარმოადგენს დისკრიმინაციის მკაფიო გამოხატულებას.
ოპოზიციური ამნისტიის კანონის ინიციატორებმა, რიგმა დეპუტატებმა, ვისაც აქვთ იურიდიული განათლება, ძალიან კარგად იციან, რომ აღნიშნული, სამართლებრივად ნონსენსია.
აქ შეინიშნება თავის მართლების გარკვეული მცდელობა და ამ რეჟიმში მავნებლური გადაწყვეტილება მიიღონ და თავი იმართლონ ბატონ სააკაშვილთან და ბატონ მელიასთან.
იცით, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით თივთონ მათ გუნდში არის დაპირისპირება. ჩემდა სამწუხაროდ აღნიშნული პირები ვერ უძლებენ იმ ბულინგს, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები.
თუ ეს ასე არაა, გამოვიდნენ და საზოგადოებას აუხსნან, რას ნიშნავს დაზარალებული პოლიციელი და რას ნიშავს დაზარალებული ჩვეულებრივი მოქალაქე. როგორ შეიძლება ადამიანების ასეთ სეგმენტებად დაყოფა, მაშინ როდესაც შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, ყველაფერი მკაფიოდაა ჩაწერილი – რომ ამნისტია შეეხოს ყველას. ბატონებმა, რომლებმაც ამ დოკუმენტს ხელიმოაწერეს, დღეს ინიცირებას ახდენენ გაუგებარი კანონროექტის და პოპულიზმით არის ის გაჯერებული.
არადა თქვენ ასევე ხედავდით, რომ რიგი იდგა ამ დოკუმენტზე ხელის მოწერის, როდესაც რამდენიმე კონკრეტულმა პირმა გადადგა თამამი ნაბიჯი.
მაშინ კითხვები რატომ არ ჰქონდათ და რატომ მოაწერეს დოკუმენტს ხელი? და თუ შევთანხმდით და მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს, რომელიც ჩვენს მიერ არაა შედგენილი, მაშინ გამოდის, რომ ერთგვარი გამოშიგნვა და სხვაგვარი გაგება ხდება მიშელის დოკუმენტის.
თუ გვინდა შარლ მიშელის დოკუმენტის გვერდის ავლა და ჩანაწერებზე პასუხიმგებლობის აღება არ სურს ოპოზიციას, ეს სხვა საკითხია, მაშინ გამოვიდნენ და ღიად დააფიქსირონ ეს პოზიცია“. – განმარტა ღუდუშაურმა ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.
