ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩებს ხვდებიან. შეხვედრაზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „დროას“ ლიდერები.
შენ ხარ უსინდისო! გჯერა, რომ დმანისში საკუთარი აქტივისტები ჩვენ დავჭერით? – მელია კობახიძეს
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ასევე მივიდნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები კახა ქემოკლიძე და ნათია მეზვრიშვილი. შეხვედრაზე ასევე ელოდებიან „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი არჩევნებს და წინასაარჩევნო გარემოს შეეხო.