LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთის სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა

120
Untitled design (5)

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვლადიმირ კარა-მურზას მოსკოვის სასამართლომ 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

მოსკოვში დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ვლადიმირ კარა-მურზა

„უცხოეთის აგენტად“ ცნობილ ოპოზიციონერ აქტივისტს სახელმწიფოს ღალატსა და რუსეთის არმიაზე დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებენ ბრალს.

ყოფილი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი კარა-მურზა ერთ-ერთია იმ ოპონენტებს შორის, რომლებიც დააკავეს, ან იძულებულნი გახდნენ, რუსეთი დაეტოვებინათ.

კარა-მურზა ღიად აკრიტიკებდა რუსეთს უკრაინასთან ომის გამო.

მან სხდომაზე ბრალდებები უარყო და სასამართლო პროცესი გააკრიტიკა.

წინა სასამართლო პროცესზე კარა-მურზამ განაცხადა: „ხელს ვაწერ ყველა სიტყვას, რომელიც ვთქვი. ამის გამო არა თუ არ ვნანობ, არამედ ვამაყობ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g