LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ დაიძრნენ, სადაც „გამაფრთხილებელი პიკეტირება“ მოეწყობა

138
Untitled design

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ოპოზიციონერი ლიდერები და აქციის მონაწილეები მსვლელობით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით დაიძრნენ. მსვლელობის ინიციატივით აქციის მონაწილეებს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მიმართა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ბარათაშვილის ხიდზე „გამაფრთხილებელი პიკეტირება მოეწყობა“.

„თავიდანვე გითხარით, რომ ვართ გრძელვადიან ბრძოლაში და ხელისუფლებას უნდა ვანახოთ, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი. მოგმართავთ, რომ დავიძრათ და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის მხარეს, მხოლოდ მოძრაობით და მხოლოდ ასეთი მოქმედებით შევძლებთ, რომ გამოვაფხიზლოთ მთელი ქალაქი, რომელმაც მოიგო არჩევნები. მე და ჩემი მეგობრები გაგიძღვებით, არ იქნებით მარტო“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g