LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპრა უინფრიმ 28 კილოგრამი დაიკლო

89

ამერიკული ტელევიზიის ყველაზე ”მსხვილი ვარსკვლავი” ოპრა უინფრი მრავალი წლია ცდილობს წონაში დაკლებას. აბსოლუტურად უშედეგო აღმოჩნდა დიეტები, სპორტდარბაზები და საკვები დანამატები. პოპულარული ტელეწამყვანის საშუალო წონა 90 კგ-ს აღწევდა, ზოგჯერ კი, 100-საც აჭარბებდა. უინფრის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა და მან შედარებით ახალ – Weight Watchers-ს სისტემას მიმართა.

ე.წ. ”წონისდამკვირვებლის დიეტა” საკმაოდ მარტივ, თუმცა ეფექტურ პრინციპს – ”ჭამ ნაკლებს, მოძრაობ მეტს” ემყარება. მართალია, პრაქტიკულად ნებისმიერი პროდუქტის მირთმევა შეიძლება, მაგრამ თითოეულს თავისი ქულა აქვს – მათთვის, ვინც 70-კგ-მდე იწონის, დღის რაციონი მხოლოდ 18 ქულას უნდა შეადგენდეს, მძიმეწონიანებს კი, რაციონის გაზრდა 26 ქულამდე შეუძლიათ. ეტაპობრივად ხდება ერთი წონითი კატეგორიიდან მეორე – შედარებით მცირე კატეგორიაში გადასვლა. შესაბამისად მცირდება დაშვებული ქულების რაოდენობაც.

ერთი შეხედვით ქულების სკრუპულოზური დათვლა საკმაოდ დამღლელია, თუმცა ”ამერიკის მოშიმშილეებს” თანამედროვე ტექნოლოგიები – ჭკვიანი მობილური აპლიკაციები, ქულების დამთვლელები, საკვების შეკვეთის და მიტანის სერვისები ეხმარებიან.

Weight Watchers-ს სისტემის კიდევ ერთ თავისებურებას, თანამოაზრეებისთვის ანგარიშის რეგულარად ჩაბარება წარმოადგენს. ორიგინალური დიეტის მიმდევრები ყოველ კვირას იკრიბებიან და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

თავად უინფრის განცხადებით, დიეტა მას ძალიან გამოადგა, რადგან ერთი წლის განმავლობაში 28 კგ-ზე მეტის დაკლება მოახერხა, რაც ამერიკის ტელევიზიის ვეტერანისთვის ნამდვილი გმირობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები