LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპრა უინფრიმ ერთი ტვიტით 12 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

49

საკუთარ „ტვიტერში“ ერთი პოსტის წყალობით, ოპრა უინფრი 12 მილიონი დოლარის მფლობელი გახდა. ცნობილმა ტელეწამყვანმა საკუთარ გვერდზე 30 წამიანი რგოლი განათავსა, სადაც გამომწერებს განუცხადა, რომ 11 კილოგრამი დაიკლო ისე, რომ პურზე უარი არ უთქვამს და კომპანიაWeight Watchers-ის პროდუქციით იკვებებოდა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეწევა და აწარმოებს პროდუქტებს, რომლებიც წონის კლებას ხელს უწყობს.

ცნობილია, რომ ოპრა ერთადერთი ცნობილი ადამიანი არ არის, რომელიც საკუთარი სახელით გამოიმუშავებს. მაგალითად, მოდელები ჯიჯი ჰადიდი, კარა დელევინი და კენდალ ჯენერი, ერთი პოსტისთვის ან ფოტოსთვის, სადაც ცნობილ ტანსაცმლის ბრენდს ახსენებენ, 100-დან 300 ათას დოლარამდე იღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები