„ლაციოს“ ფორვარდმა ჩირო იმობილემ 2019-20 წლების სეზონი ევროპის საუკეთესო გოლეადორის ტიტულით დაასრულა. იმობილემ სერია ა-ს სეზონში 36 გოლი გაიტანა და 2 გოლით გადაასწრო რობერტ ლევანდოვსკის. პოლონელმა ბუნდესლიგის სეზონში თავი 34 გატანილი გოლით გამოიჩინა. მესამე ადგილზე კრისტიანო რონალდო გავიდა, რომელმაც მეტოქის კარი 31-ჯერ აიღო.
აღსანიშნავია, რომ იმობილე ბოლო ათი წლის განმავლობაში მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც პრესტიჟული ჯილდო მოიგო. ბოლო დეკადაში „ოქროს ბუცი“ 5-ჯერ მოიგო ლეო მესიმ, ორჯერ კრისტიანო რონალდომ, ორჯერ კი ლუის სუარესმა.
გარდა ევროპული „ოქროს ბუცისა“, იმობილე მის იტალიურ ექვივალენტსაც დაეუფლა.