LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ბურთს“ გრიზმანი აიღებს

antoine-griezmann-france-2018_19e96vklt2teq1hxuwc2r9he2c

ფრანგები წლის მთავარ ჯილდოს ფრანგს მისცემენ.

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ჟურნალისტმა, ტანკრედი პალმიერიმ „ტვიტერზე“ დაწერა, რომ 3 დეკემბერს, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე მთავარ პრიზს ფრანგი ფორვარდი, ანტუან გრიზმანი მიიღებს. მან 2018 წელს „ატლეტიკოსთან“ ერთად ევროპის ლიგა და საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი მოიგო.

„ამბობენ, რომ „ოქროს ბურთი“ გრიზმანთან წავა. ვნახოთ“, – დაწერა პალმიერიმ.

საინტერესოა, რომ 27 წლის გრიზმანი, ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელების პირველ სამეულშიც ვერ მოხვდა, მეტიც, ფიფას წლის სიმბოლური ნაკრების მიღმაც დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები