კინოდაჯილდოებების სეზონი ოფიციალურად გაიხსნა – ტრადიციისამებრ, პირველი ყველაზე მსხვილი ცერემონია „ოქროს გლობუსია“, რომელიც რამდენიმე საათის წინ დასრულდა.
რიგით 74-ე ცერემონია ბევერლი-ჰილსზე გაიმართა და მისი წამყვანი ცნობილი წამყვანი ჯიმი ფელონი იყო.
გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:
„საუკეთესო დრამა“ – „მთვარის შუქი“
„საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი“ – „ლა ლა ლენდი“
„საუკეთესო რეჟისორი“ – დემიენ შაზელი, „ლა ლა ლენდი“
„მამაკაცის საუკეთესო როლი“ (დრამა) – კეისი აფლეკი, „მანჩესტერი ზღვასთან“
„ქალის საუკეთესო როლი“ (დრამა) – იზაბელ იუპერი, „ის ქალი“
„მამაკაცის საუკეთესო როლი“ (კომედია) – რაიან გოსლინგი, „ლა ლა ლენდი“
„ქალის საუკეთესო როლი“ (კომედია) – ემა სტოუნი, „ლა ლა ლენდი“
„მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“ – აარონ ტეილორ-ჯონსონი, „ღამის ცხოველები“
„ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“ – ვიოლა დევისი, „წინაღობები“
„საუკეთესო სცენარი“ – „ლა ლა ლენდი“
„საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“ – „ის ქალი“ (საფრანგეთი, გერმანია, ბელგია)
„საუკეთესო სიმღერა“ – „City of Stars“, „ლა ლა ლენდი“
„საუკეთესო ანიმაციური ფილმი“ – „ზოოტოპია“
„საუკეთესო სატელევიზიო სერიალი“ – „გვირგვინი“
„საუკეთესო სატელევიზიო სერიალი“ (კომედია/მიუზიკლი) – „ატლანტა“
„საუკეთესო მინი-სერიალი“ – „ხალხი ო ჯეი სიმპსონიოს წინააღმდეგ“
„სერიალის საუკეთესო მსახიობი“ – ბილი ბობ ტორონტონი, „გოლიათი“ (Amazon)