ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ 74-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და ტრადიციისამებრ, წითელი ხალიჩის ყველაზე გემოვნებიანი და უგემოვნო ჩაცმულობები გამოვლინდა.
მოდის კრიტიკოსებმა საკუთარი ფავორიტები აარჩიეს და საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავების ვინაობა გაამხილეს. მათ შორის მოხვდნენ: რიზ უიზერსპუნი და ბლეიკ ლაივილი, ორივე მათგანმა საკუთარი არჩევანი „ვერსაჩეს“ კაბებზე შეაჩერა, ლილი კოლინზმა კი ეს საპასუხისმგებლო საქმე Zuhair Murad Couture-ს ანდო. ჯესიკა ჩესტეინი და ორსული ნატალი პორტმანი Prada-ს ციფერ და ყვითელ კაბებში გამოჩნდნენ, ხოლო ჯესიკა ბილის ექსტრავაგანტული და სექსუალური ჩაცმულობის ავტორი Elie Saab-ი გახდა. რაც შეეხება ემა სთოუნს, რომელიც პრემიის მფლობელიც გახდა, მან არჩევანი Valentino-ს გემოვნებიან კაბაზე შეაჩერა.