40 წლის შარლიზ ტერონი ჰონგ-კონგში ოქროსფერი კაბით გამოჩნდა. წვეულებაზე მსახიობი ოქროსგან ჩამოსხმულს ჰგავდა.
ორი დღის წინ ჰონგკონგში მსხვილი სასტუმრო კომპლექსის პრეზენტაცია შედგა, სადაც მთავარი სტუმარი სწორედ ტერონი იყო. მსახიობმა ფუტურისტული სამოსით ფურორი მოახდინა.
„ოქროს კაბა“, ფორმიდან და ფაქტურიდან გამომდინარე, ხაზს უსვამს სხეულის ყველა უმცირეს დეტალს. ტერონმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა მსოფლიო, რომ მას არცერთი ზედმეტი კილოგრამი არ აქვს და იდეალურ ფორმაშია.


