LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს უძრაობის ხანა – რა ფასებია ქართულ ბაზარზე და როგორია მოთხოვნა?

442

ერთი თვეა საქართველოში ოქროს ფასი გაზრდილია. თუმცა, ახლა მსოფლიოშიც და საქართველოშიც ოქროს უძრაობის ხანა დაიწყო.

 

 

ამ დროისთვის ოქროს ჩაბარების ფასები ასეთია:

სინჯი ფასი (ჩაბარების)
333 15 – 20    ( ლარი )
375 25 – 26   ( ლარი )
412  27 – 29    ( ლარი )
583 55 – 56  ( ლარი )
750 71 – 72    ( ლარი )
958  80 – 82     ( ლარი )

ხოლო მის შეძენას ჩაბარების ფასზე 5–20 ლარით მეტად შეძლებთ. შეიძლება, ოქროს ნივთის შეძენა უფრო ძვირი დაგიჯდეთ, ეს დამოკიდებულია ნაკეთობასა და ძვირფას ქვებზე.

როგორც „ფორტუნას“ ოქროს ბირჟის დილერებმა განუცხადეს, ლარის გაუფასურება ძვირიფასი ლითონის ფასზე არ მოქმედებს, თუმცა ეს პროცესი გავლენას ახდენს მოთხოვნის შემცირებაზე.

როგორც მათ ჩვენთან განაცხადეს, ერთი თვეა ოქროს ფასი გაიზარდა, თუმცა არა კატასტროფულად:

„ოქროს ფასი ისევე კატასტროფულად გაზრდილი არ არის როგორც დოლარის. ოქროს ეს არ შეეხო. ფასი ერთი პერიოდი უცებ გაიზარდა, თუმცა, თვეზე მეტია ეს ზრდა შეჩერდა“, – განაცხადა ჩვენთან ერთ–ერთმა ოქროს ბირჟაზე მომუშავემ.

წინასაახალწლოდ, ოქროზე მოთხოვნა განსაკუთრებით მცირდება, რადგან ხალხი პროდუქტების შეძენაზეა გადასული. ახლა როგორც ფასებში, ასევე ოქროს რეალიზებაში მართლაც უძრაობის ხანაა. თუმცა, როგორც დილერები ამბობენ, მოთხოვნა ოქროზე ისედაც შემცირებულია.

„ეს ყველაზე ცუდი პერიოდია ჩვენთვის, მოთხოვნა ძირითადად ნათლისღების ან სხვა ასეთ დღესასწაულებზე თუ ქორწილის სეზონებზე იზრდება. მოთხოვნა ძირითადად ერთთვლიან ბეჭდებზე, ცეფზე და ჯვრებზეა, თუმცა ისიც დაბალფასიანზე. პროცენტულად შემცირებულია დიდი მოცულობის ოქროზე მოთხოვნა“, – განაცხადა ოქროს ბირჟის დილერმა „ფორტუნასთან“.

რაც შეეხება მსოფლიოში ოქროს ფასს და მასზე მოთხოვნას, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში ახლა ოქროს სტაბილიზაციის პერიოდია. ეს მას შემდეგ, რაც ჯერ  ოქროს ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, შემდეგ კი ამერიკის საპრეზიდენტო პერიოდში აჟიოტაჟურად გაიზარდა.

6 კვირიანი კლების შემდეგ, ოქროს ღირებულება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის გამოცხადებიდან მალევე, ერთ დღეში 4.5%-ით გაძვირდა. ბაზარზე არსებობდა მოლოდინი, რომ შემდეგი პრეზიდენტი ჰილარი კლინტონი იქნებოდა, ტრამპის გამარჯვებას კი ბაზარზე პანიკა მოჰყვა, რის გამოც ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა, რასაც მისი ფასის ზრდა მოჰყვა.

ახლა მსოლფიო ბირჟებზე ერთი უნცია ოქროს ფასი $US1135 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს სტაბილურობა ბაზარზე დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება და ფასების განსაკუთრებული ზრდა ან კლება მოსალოდნელი არ არის.

თამთა უთურგაშვილი

mazda magti 5g