ამერიკის საელჩო საქართველოში ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებას ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება.”- ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს