LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქსფორდის მეცნიერი: covid-19 ვაქცინირებულების დაავადება აღარაა

5254
ენდრიუ პოლარდი

„covid-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება“,Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოქსფორდის აცრის პროგრამის ხელმძღვანელმა პროფესორმა ენდრიუ პოლარდმა განაცხადა.

გამოცემასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში პროფესორი აცხადებს, რომ კლინიკებში მყოფი პაციენტები, რომლებსაც სუნთქვა უჭირთ, ძირითადად არავაქცინირებული პირები არიან. მისივე სიტყვებით, ინფიცირებულთა უმეტესობა, ვინც სრულად ვაქცინირებულია, განიცდის მხოლოდ მსუბუქ სიმპტომებს.

მეცნიერის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტი ათასობით ადამიანის დაინფიცირებას განაგრძობს, სრულად ვაქცინირებული ადამიანების უმეტესობას მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

„ფართო საზოგადოებაში პანდემია კვლავ განიხილება, როგორც ჩუმი ეპიდემია, რომელიც ხილვადი ხდება სუნთქვისთვის მებრძოლი პაციენტების სურათებში. ეს მუდმივი საშინელება რეანიმაციულ განყოფილებებში ამჟამად, ძირითადად, არავაქცინირებული ადამიანებით შემოიფარგლება. ზოგადად, covid-19 აღარ არის ვაქცინირებულების დაავადება. ვაქცინები ზღუდავენ მის სულის შემხუთველ ზიანს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა“, – აღნიშნა ენდრიუ პოლარდმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები