LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქტომბერში გადაწყდება ქვეყნის ბედი – დავრჩებით რუსეთის ორღობეში, სადაც ივანიშვილი და „ოცნება“ მიგვაქანებს თუ გაგვიჩნდება შესაძლებლობა, რომ უკან დავაბრუნოთ ყველაფერი, რაც დემოკრატიის გზაზე გვაყენებს“ – თინა ხიდაშელი

297
თინა ხიდაშელი

„სამოქალაქო იდეის“ ლიდერის თინა ხიდაშელის განცხადებით, „ორპარტიული ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის, საქართველოსთან მიმართებაში ეს ახალი ამბავი არ არის“.

როგორც თინა ხიდაშელმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის კონგრესსაც და ადმინისტრაციასაც, მიუხედავად იმისა, ვინ იყო ადმინისტრაციაში, ყოველთვის მსგავსი პოზიციები ჰქონდა, ამიტომ მათ არასდროს უფიქრიათ, რომ რესპუბლიკელების ან დემოკრატების თეთრ სახლში მოსვლის პირობებში რაიმე შეიცვლებოდა საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„შაჰინისა და ტერნერის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“ – სალომე ზურაბიშვილი

„სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვისთვის, რათა გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები“ – ირაკლი კობახიძე

„რაც შეეხება თავდაცვის უწყებასთან მიმართებაში, ვფიქრობ, რომ თავიდანვე ყველაფერი ნათელი იყო. ხელისუფლებას დასჩემდა, რომ „იმედს“ თვითონაც უსმენს და შემდეგ „იმედზე“ რომ რაღაცას ეტყვიან „ასე თქვიო“, იჯერებენ, რომ მართლაც ასე მოხდა. სინამდვილეში მოხდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიამერიკული შეტევები სწორედ აშშ-ის, როგორც სახელმწიფოს, სენატორების, თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევების პასუხი იყო და იმ არადემოკრატიული პროცესების, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში დიდი გასაქანი მისცა. ამიტომ, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ მიერ ანტიდემოკრატიული კანონის უკანონო გაწვევის პირობებში ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ყველა ეს პროგრამა ისევ აღდგება. იმის იმედი არ მაქვს, რომ ხელისუფლება ამ კანონს გაიწვევს, ამიტომ ოქტომბერში გადაწყდება ჩვენი ქვეყნის ბედი – დავრჩებით რუსეთის ორღობეში, სადაც ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ მიგვაქანებს თუ გაგვიჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ უკან დავაბრუნოთ ყველაფერი, რაც დემოკრატიის გზაზე გვაყენებს“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g