LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრის ბოლომდე, ქვეყანაში, დაახლოებით, მილიონნახევარი „ფაიზერი“ იქნება: გამყრელიძე

37
ამირან გამყრელიძე

„წელს, ოქტომბრის ბოლომდე, ქვეყანაში, დაახლოებით, მილიონნახევარი „ფაიზერი“ იქნება,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ფაიზერის“ ადმინისტრირებისთვის ქვეყანა სერიოზულად ემზადება და ამცრელი ბრიგადების რაოდენობა აგვისტოში 300-მდე გაიზრდება.

„გიდასტურებთ, რომ უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერი“, თუმცა, სანამ თვითმფრინავი არ დაჯდება, თარიღს ვერ გეტყვით. მალე იქნება „ფაიზერის“ გარკვეული დოზები,“ – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე სიტყვებით, რაც მთავარია, ეს იქნება პირველი პარტია, რასაც მეორე და მესამე პარტია სწრაფად მოყვება. ამასთან, გამყრელიძის თქმით, მოსახლეობაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიური ვიქნებით.

„სერიოზულად ვემზადებით „ფაიზერის“ ადმინისტრირებისთვის. მოხდა იმ კლინიკების გადამზადება, სადაც „ფაიზერის“ ადმინისტრირება მიდიოდა, იმას ემატება კიდევ, დაახლოებით, 150-მდე ბრიგადა. 32 ბრიგადა აწარმოებდა „ფაიზერის“ ადმინისტრირებას. ეს ძალიან სწრაფად, ივლისის ბოლოს 150-მდე და აგვისტოში 300 ბრიგადამდე ადის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა თქვა, ქვეყანაში საკმარისი რაოდენობით ვაქცინებია – დევს ნახევარი მილიონი „სინოფარმი“, ნახევარი მილიონი „სინოვაკი“, რამდენიმე დღეში შემოვა კიდევ „სინოვაკის“ დოზები.

„პარასკევს შემოვიდა 43 ათასი „ასტრაზენეკა“, რომელიც „კოვაქსით“ უნდა შემოსულიყო ივნისში. მინდა საზოგადოებას მივმართო, რომ პირველი დოზით ვინც იყო „ასტრაზენეკათი“ აცრილი, ახლა შეუძლიათ აცრა, მე-4 კვირის შემდეგ,“- აღნიშნა მან და დაამატა – საერთაშორისო კვლევებით დადგენილია, რომ უკეთესი იმუნიტეტი ყალიბდება 8-12 კვირის პერიოდში ვაქცინაციისას და გარდა ამისა, გამყრელიძისვე თქმით, „ასტრაზენეკა“ ქვეყანაში კიდევ შემოვა.

„დღეს ადმინისტრირება ხდება ქვეყანაში 4 ვაქცინის – „ფაიზერი“ (დღევანდელი 6 ათასიდან, 5 ათასი იყო „ფაიზერით“), შემდეგ მოდის „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“. ძალიან მინიმალური დოზები გვაქვს „ფაიზერის“ დარჩენილი, რითაც იცრებიან ჩვენი სტუდენტები, რომლებიც მიდიან უცხოეთის უნივერსიტეტებში, რადგან ამ უნივერსიტეტების კამპუსებზე ითხოვენ სწორედ „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ აცრას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g