ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნას“ და შპს „ინტერბიზნესის აკადემიას“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი გაუუქმდათ.
როგორც განათლების ეროვნულ ცენტრში “ფორტუნასთან” განაცხადეს, სტატუსის გაუქმების პროცესი 6 თვეა მიმდინარეობდა, რადგან აღნიშნულ დაწესებულებებს პროფესიულ სასწავლებლად სურდათ გადაკეთება.
შესაბამისად, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათ მიღება გამოცხადებული არ ჰქონდათ.’
რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებიც ამ ორ უმაღლესში სწავლობდნენ, მათ სტუდენტის სტატუსი შეუჩერდათ და მობილობის პროცედურები აქვთ დაწყებული.
„ა(ა)იპ – საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის „საზოგადოება ცოდნის“ და შპს „ინტერბიზნესის აკადემიის“ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხულ სტუდენტებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და მათ უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ მობილობაში:
- სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში, სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად;
- მობილობის საფასურის გადახდის გარეშე.
დამატებით გაცნობებთ, რომ ცენტრის დირექტორის 2018 წლის 3 ივლისის №593/ი ბრძანებით განისაზღვრა 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ვადები:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხი სტუდენტების ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 09 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით;
ბ) მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 25 ივლისიდან 16 აგვისტოს 18:00 საათამდე“, – ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.