LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამინისტრო: ხვალიდან აუდიტორიებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება

112
BeFunky-collage (12)

ხვალიდან, თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები, საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს კი მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, დავიწყეთ მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უსაფრთხოების რეკომენდაციებზე. შესაბამისად, განსაზღვრულია და უნივერსიტეტების მხრიდან ზედმიწევნით არის დაცული ყველა სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია – ეს არის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მერხებს შორის, ყველა სააუდიტორიო სივრცეში სტუდენტის პირბადით გადაადგილება,სანიტაიზერების,დეზობარიერების გამოყენება, საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას თერმოსტრკრინინგი და ა.შ.

ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ: ენდელაძე

“დავინდოთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები…” – ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში დადასტურდა

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გადაამოწმა ყველა უნივერსიტეტი სასწავლო წლის დასაწყისში, მათზე გაცემულია ნებართვა და შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული“,- განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

ჩვენ უნდა წავიდეთ უნივერსიტეტში, სადაც ადამიანების ნაწილი საავდმყოფოებში მუშაობს და პოტენციური მატარებლები არიან: თსსუ-ის სტუდენტი

გაგვცენ პასუხი – რატომ იხსნება უნივერსიტეტები ხვალ, რატომ ტარდება არჩევნები,, როცა დღეს თითქმის 1200 შემთხვევა გვაქვს: კვესიტაძე

 

პოპულალურები