ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მარინა ენდელაძის შეფასებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა უკვე საგანგაშოა.
“დავინდოთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები…” – ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში დადასტურდა
18 ოქტომბრის მონაცემებით, ახალი შემთხვევების რაოდენობით დედაქალაქი ლიდერობს, რაც ენდელაძის შეფასებით, რეგულაციების არდაცვას უკავშირდება.
„ვითარება უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ ყველანაირად დავიცვათ რეგულაციები. ძალიან სერიოზული ვითარებაა“,-განაცხადა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს. ქვეყანაში “კოვიდ 19”-ით კიდევ 8 პაციენტი გარდაიცვალა, ჯამში – 136.
საპატრულო პოლიცია “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს.
შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ პოლიციის მითითებებს.
ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია და დაემორჩილეთ პოლიციის მითითებებს: შსს