LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებული პედაგოგი: “თუ გაციებული ხართ, გაცემინებთ და გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ, ტყუილად გგონიათ…”

15215
BeFunky-collage

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნათია მანია, რომელსაც კორონავირუსი 14 ოქტომბერს დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

პედაგოგი საკუთარ ფე­ის­ბუ­ქგვერ­დზე და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ წერს.

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“გამარჯობა, მისტერ ჯონსონ, მე ლაურა ვარ… __ რატომღაც ეს რეკლამა მიტრიალებს თავში, მთელი დღეა…

ჰოდა, გამარჯობათ, ხალხო, მე კორონა მაქვს.

დღეს დამირეკა უამრავმა ადამიანმა. და სათითოოდ რომ არ ვუპასუხო, დავპოსტავ ბარემ. გავტეხ კიდევ ერთხელ მარხვას, იქნება და ხვალ რა ხდება :)) დამატებითი შეკითხვები კომენტარებში და ყველას გიპასუხებთ :დდ

ესე იგი, დავიწყოთ:

სამშაბათს რამდენიმეჯერ დავაცემინე სკოლაში და კოლეგამ იხუმრა: ა, კორონაო.

მოვედი სახლში, დაღლილი ვიყავი და პირდაპირ ჩავწექი. დაღლილობა კორონას ერთ-ერთი სიმპტომია, მაგრამ მე თვე-ნახევარია, სულ დაღლილი და გასავათებული ვარ და სკოლის მერე თითქმის ყოველ ჯერზე საწოლში ვდურთავ ხოლმე თავს, ასე რომ ამ დაღლილობას და უენერგიობას მაინცდამაინც კორონას ვერ დავაბრალებ.

მერე შემამცივნა და ძვლების თუ სახსრების ტეხა-მტვრევის შეგრძნება მქონდა, აი გრიპის წინ რომ იცის.

მერე ამიწია სიცხემ ნელ-ნელა და ავიდა 38,6-მდე.

მერე ცოტათი ამტკივდა თავი.

მერე კბილები თუ ღრძილები თუ ყბის ძვალი, არ ვიცი ზუსტად, აი გრიპის დროს რომ ყველა კბილი თუ ღრძილი გტკივა, აი ეგრე.

ოდნავი სისველე მაქვს ცხვირში, მაგრამ ცხვირსახოცი არ მჭირდება.

ვსუნთქავ ჩვეულებრივად.

არ მახველებს.

სხვა განსაკუთრებული არაფერი მახსენდება.

სიცხე დილაობით არ მაქვს. მერე ნელ-ნელა იწევს მაღლა, მაგრამ 37,5-ზე მაღლა არ ადის.

ენერგიის მოზღვავებას ვერ ვგრძნობ, მაგრამ არც მკვდარი ვარ. ანალიზის აღების დღეს ფანჯრები დავწმინდე, მაგალითად.

არაფერს არ ვსვამ. არავის არაფერი უთქვამს რაიმეს დალევაზე. გუშინ დავლიე პარაცეტამოლიანი ჩაი, კბილები რომ მტკიოდა, იმიტომ და გამიარა ეგრევე.

PCR ტესტი ავიღე, სიცხემ რომ ამიწია, მეორე დღესვე, ანუ გუშინ.

პასუხი მომივიდა დღეს. დადებითი.

დავრეკე 112-ში, იმათ სადღაც გადამრთეს, იქ, სადაც გადამრთეს, ჩაიწერეს ჩემი მონაცემები და ოჯახის ექიმი დაგირეკავთ, დაელოდეთო.

ექიმს ჯერ არ დაურეკავს. ან შეიძლება მირეკავდა და პაუზა ვერ მიპოვა, არ ვიცი

სამაგიეროდ დამირეკეს სამინისტროდან და რაღაცები გამომკითხეს.

მე ვუთხარი, რომ სახლში ბევრნი ვართ და მათ შორისაა 81 წლის მამაჩემი და კარგიო, ჩავიწერთო, რომ კოვიდსასტუმროში გადასვლა გინდაო.

მითხრეს, ვისთანაც კონტაქტი გქონდა, ყველა გააფრთხილე, თვითიზოლაციაში გადავიდნენო.

მეც გავაფრთხილე.

თუ ვინმე დამავიწყდა, აგერ ხართ და გაფრთხილდით :)))

ჩემი ოჯახის წევრები სახლიდან აღარ გადიან. მე ოთახიდან არ გავდივარ. უკიდურესი საჭიროების გარდა, რა თქმა უნდა.

რაც შეეხება იმას, თუ ვისგან გადამედო. აზრზე არ ვარ.

დადასტურებულკოვიდიანთან არ მქონია შეხება. მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა სიცხე ჩემ გარშემო და მან მიიღო რეკომენდაცია, გაიკეთოს ტესტი. მისი პასუხი ჯერ არ ვიცი.

ისე, ვინც იცის ჩემი სამსახური, დიდი დიღომი-მარნეული-სადახლოს გზაზე ვარ გაკიდებული კვირაში ოთხი დღე და სამ ტრანსპორტს ვიცვლი და აბა მე რა ვიცი, რა სად და როდის…

სხვა რა ვი, რა გაინტერესებთ და დავამატებ.

P.S. ფლიზ, ნუ დაურეკავთ ჩემი ოჯახის წევრებს, ძაან ცოდოები არიან, მთელი დღე ერთსა და იმავე ინფორმაციას ღეჭავენ ყველასთან.

P.P.S. თუ გაციებული ხართ და გაცემინებთ და გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ, რადგან კორონას ცემინება არ ახასიათებს, იცოდეთ, რომ ტყუილად გგონიათ.

სამი დღეა, მაცემინებს, იშვიათად, მარა მაინც.

და არ მახველებს.

მარტო ტესტის აღების დროს დამახველა, რადგან მაგ დროს ცხვირში გრძელი ჩხირი შეჰყავთ და ხველა გიტყდება.

ჰო, ბოდიში დაავადების ნიშნების დაწვრილებითი აღწერისთვის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო დავწვრილმანდი ასე ძალიან”- წერს ინფიცირებული პედაგოგი.

 

“არჩევნებს ეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველა პოლიტიკოსს ფეხზე ვკიდივართ, უკლებლივ ყველას” – ბაია პატარაია

ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია და დაემორჩილეთ პოლიციის მითითებებს: შსს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები