დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი, განკურნებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 8060-ია.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 136-ს შეადგენს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს:
- კარანტინის რეჟიმში – 6300
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1388
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41