LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დავინდოთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები…” – ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში დადასტურდა

244
1032552806

კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციურის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში – 136

რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები ასე ნაწილდება:

  • აჭარაში 343 შემთხვევა;
  • იმერეთში – 211;
  • სამეგრელო ზემო-სვანეთში 45;
  • შიდა ქართლში – 37;
  • ქვემო ქართლში – 39;
  • გურიაში – 18;
  • სამცხე ჯავახეთში – 14;
  • მცხეთა მთიანეთში – 13
  • კახეთში – 11.

“თბილისში შემთხვევების მატება ისევ და ისევ უკავშირდება რეგულაციების არ დაცვას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს, მთელ საქართველოს, დავინდოთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმებიც, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა” – განცხადა ენდელაძემ.

“არჩევნებს ეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველა პოლიტიკოსს ფეხზე ვკიდივართ, უკლებლივ ყველას” – ბაია პატარაია

 

ცნობისთვის, საპატრულო პოლიცია “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს.

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და დაემორჩილონ პოლიციის მითითებებს.

ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია და დაემორჩილეთ პოლიციის მითითებებს: შსს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g