კორონავირუსის შედეგად, საქართველოში კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დროისთვის 136-ს შეადგენს. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 8060-ია.
საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რაც შეეხება სხვა მონაცემებს:
- კარანტინის რეჟიმში – 6300
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1388
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41