LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგვცენ პასუხი – რატომ იხსნება უნივერსიტეტები ხვალ, რატომ ტარდება არჩევნები,, როცა დღეს თითქმის 1200 შემთხვევა გვაქვს: კვესიტაძე

345
--2019-10-08-17-15-06-632094

საქართველოში კორინავირუსის ახალი ანტირეკორდია. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1192 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა – თქვა ტრადიციულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა. მარინა ენდელაძე კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ.

ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ: ენდელაძე

“დავინდოთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები…” – ახალი შემთხვევებიდან 471 თბილისში დადასტურდა

ქვეყანაში შექმნილ ეპიდსიტუაციას ტელეჟურნალისტი ეკა კვესიტაძე ეხმაურება და მთავრობისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს მოითხოვს.

“სად არიან სახელგანთქმული მუშკეტერები! დაეწყონ ახლა სამივე ერთად და გაგვცენ პასუხი კითხვებზე – რატომ იხსნება უნივერსიტეტები ხვალ, რატომ ტარდება არჩევნები, რატომ არ ემხრობიან უფრო მკაცრ ღონისძიებებს, მაშინ როცა დღეს თითქმის 1200 შემთხვევა გვაქვს.

“არჩევნებს ეწირება უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველა პოლიტიკოსს ფეხზე ვკიდივართ, უკლებლივ ყველას” – ბაია პატარაია

თუ ჯერ ინსტრუქციები არ მიუღიათ ხელისუფლებისგან რა უნდა ილაპარაკონ? ჩვენზე შეუდარებლად ძლიერი ქვეყნები, ბევრად უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემით აცხადებენ შეზღუდვებს, ესენი კი ხვალ უნივერსიტეტებს გვიხსნიან ისე, რომ საწოლების და ექიმების რაოდენობა ვერ დაითვალეს ბოლოს 7 თვეა.”- წერს ეკა კვესიტაძე.

რემდესივირი არ ამცირებს სიკვდილიანობას…ჩვენ უკვე ვავნეთ ასობით ადამიანს: ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g