LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე, ბატალიონის მეთაურს მეხი დაეცა – როგორია დაშავებულის მდგომარეობა

317
1651259571_samkhedro_w_h

ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმიური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა, – აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას” თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.

პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე რჩება. თუმცა, მიმდინარე რეანიმაციული მკურნალობის შედეგად ჰერმოდინამიკური პარამეტრები უკვე დასტაბილურდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში უკვე იმყოფებიან დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრები და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g