LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტაბილურობას ვინარჩუნებთ, თუმცა მდგომარეობა უმძიმესია“ – ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც მეხი დაეცა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა

205
Untitled design (2)

თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე 15 ივნისს მეხი დაეცა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა. ჯარისკაცს თბილისში, დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ.

როგორც „ფორტუნას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა უმძიმესია:

„ჯარისკაცის მდგომარეობა უცვლელად რჩება, ისევ მართვით სუნთქვაზეა. ამ ეტაპზე სტაბილურობას ვინარჩუნებთ, თუმცა მდგომარეობა უმძიმესია“, – გვითხრა გუგა ქაშიბაძემ.

ვიცე-პოლკოვნიკი, რომელსაც მეხი დაეცა, მართვით სუნთქვაზეა: „სერიოზული მდგომარეობაა, დაზიანებები აქვს გულმკერდის, კისრის მიდამოსა და ორივე ქვედა კიდურზე“

ცნობისათვის, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს დაეცა.

დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სადაც პაციენტს რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა. მოგვიანებით კი დაშავებული თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები