LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება დასრულდა

326
Untitled design

ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის „ორფოლოს“ საწვრთნელ ცენტრში,  პირველი ქვეითი ბრიგადის მე-15 საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. მე-15 ბატალიონმა, პოლიგონზე საცეცხლე პოზიციებიდან პირობითი მოწინააღმდეგის გასანეიტრალებლად საარტილერიო დანადგარები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

ათდღიანი სწავლება საშტაბო და საველე კომპონენტს მოიცავდა. საარტილერიო სწავლების მიზანი, ბატალიონის პირადი შემადგენლობის უნარების დახვეწა იყო, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. ეს კი,თავის მხრივ თავდაცვის ძალების საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებას უწყობს ხელს. დამკვირვებელ – მაკონტროლებლის მიერ საველე  სწავლება დადებითად შეფასდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g