LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი აზრი არ არის იმაში, რომ ჩვენთვის უკრაინა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბაზარია” – Galt&Taggart ტურიზმის სექტორზე

82
Turizm-kak-vid-aktivnogo-otdyha5-768x493

„ორი აზრი არ არის იმაში, რომ ჩვენთვის უკრაინა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ბაზარია. დასავლურ, ევროპულ და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან შედარებით, უკრაინიდან შემოსული ტურისტები შეიძლება მაღალმხარჯველიანობით არ გამოირჩეოდნენ, თუმცა ბაზრების დივერსიფიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა”, – ამის შესახებ Galt&Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, კახა სამყურაშვილმა გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

მისივე თქმით, საუდის არაბეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ბელარუსი – ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, საიდანაც იანვარში ვიზიტორების რიცხვი პანდემიამდელ შედეგსაც აჭარბებს.

როგორც კახა სამყურაშვილი განმარტავს, იანვარში, ტურიზმის აღდგენის თვალსაზრისით, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება. 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით ტურიზმის 53-54%-იანი აღდგენა ფიქსირდება.

ბელარუსიდან დიდი ნაკადები შეიმჩნევა იმიგრაციის კუთხით – ისინი ბინებს ბათუმში ყიდულობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g