ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
როგორც „ფორტუნას“ შსს–ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ–ს 276–ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.