LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი დღეა ვრცელდება წერილი, რომელიც თანაკლასელმა მისწერა თანაკლასელს. შემზარავია ამ წერილის შინაარსი და სახიფათოა მისი გავრცელება.. უნდა გაირკვეს, რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და ბავშვს, რომელიც აგრესიის სამიზნეა სერიოზული დახმარება სჭირდება“ – მაია ცირამუა გელათის საჯარო სკოლაში მომხდარ ბულინგზე

657
მაია ცირამუა

გელათის საჯარო სკოლაში მე-9 კლასელი გოგონას მიმართ თანაკლასელისგან ბულინგი თვეებია არ წყდება. მუქარის შემცველი წერილი სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, რასაც ფსიქოლოგი მაია ცირამუა ეხმაურება. მისი განცხადებით, წერილის შინაარსი შემზარავია და მისი გავრცელება საფრთხეს წარმოადგენს.

ფსიქოლოგის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გაირკვეს, რატომ არის ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და ბავშვს, რომელიც აგრესიის სამიზნეა სერიოზული დახმარება ესაჭიროება.

„ორი დღეა ვრცელდება წერილი, რომელიც თანაკლასელმა მისწერა თანაკლასელს. შემზარავია ამ წერილის შინაარსი. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ამ შინაარსიდან გამომდინარე, სახიფათოა მისი გავრცელება, რადგან თვითდაზიანების „ინსტრუქციაა“.

კიდევ უფრო შემზარავია ის ფაქტი, რომ ბავშვის მშობელს დასჭირდა ასე მოქცეულიყო, რადგან, როგორც ჩანს, დიდი ხანია გრძელდება კონკრეტული პირის დევნა, შევიწროება და ამაზე სკოლა არ რეაგირებს. იმედი მაქვს, როცა ამ ტექსტს ვწერ, შსს – ს, განათლების სამინისტროს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს, სკოლის ადმინისტრაციას და სხვა უწყებებს, უკვე დაწყებული აქვთ მოქმედება და ორივე ბავშვი საიმედო ხელშია. რისკის შემცველია ის ამბავიც, რომ ვხედავ მცდელობას გაარკვიონ ვინაა და სადაა ეს ბავშვი. ლამისაა ჩაქოლონ, აქვე. მესმის, შემზარავია, რასაც წერს, გვაბრაზებს და გვაშინებს მისი სისასტიკე, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი, ასეთი რამ რომ მოაფიქრდა (სავარაუდოდ თავადაც გამოუცდია ის, რასაც თანაკლასელს სთავაზობს – თვითდაზიანებას ვგულისხმობ), მერე წერილი დაწერა და კიდევ უფრო მძიმე მუქარა მოაყოლა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს – რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და მერე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ გადარჩეს. ცხადია, სერიოზული დახმარება სჭირდება მისი აგრესიის სამიზნეს, იმ ბავშვს, რომელიც ალბათ დიდი ხანია მარტოა ამ პრობლემის პირისპირ“, – წერს მაია ცირამუა.

ცნობისათვის, პირი, რომელმაც სოციალურ ქსელში წერილი გაავრცელა, წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. 

 

ორი დღეა ვრცელდება წერილი, რომელიც თანაკლასელმა მისწერა თანაკლასელს. შემზარავია ამ წერილის შინაარსი. მაგრამ ვფიქრობ,…Posted by Maia Tsiramua on Friday, 29 September 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები