LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ბავშვი დერეფანში რომ გაივლის და რაღაცას წამოაძახებენ, ძალიან მტკივნეულია” – 15 წლის სალომე სანაია სკოლებში ბულინგის შესახებ

316
BeFunky-collage - 2023-02-16T235712.444

15 წლის სალომე სანაია გადაცემა „იმედის დღის” რუბრიკაში, „წესები მშობლებისთვის” სკოლებში ბულინგის შესახებ საუბრობს.

მოზარდის თქმით, ბავშვი, რომელიც ბულინგის მსხვერპლია, ამ პრობლემაზე მეგობრებს ან მშობლებს უნდა დაელაპარაკოს.

„არის ადამიანი, რომელიც სკოლაში პოპულარულია, თვითონ აქვს რაღაც კომპლექსები და ამის გადასაფარად სხვას აბულინგებს. ძირითადად აბულინგებენ ისეთ ბავშვებს, რომლებიც პოპულარულები არ არიან, ავტორიტეტი არ აქვთ და ერთი ჯგუფი, ამ ვითომ და სუსტ ადამიანს თავს ესხმის. მე პირადად ბულინგი არ განმიცდია, თუმცა ბავშვებს ეს ძალიან მტკივნეულად გადააქვთ. სირცხვილია, როდესაც გაბულინგებენ, ჩვენთან, ბავშვებში ასეა მიღებული. ბავშვი დერეფანში რომ გაივლის და რაღაცას წამოაძახებენ, ძალიან მტკივნეულია.

ამას შემდეგ სხვა ბავშვებიც ჰბაძავენ. იმ ბავშვმა, რომელსაც აბულინგებენ უნდა იცოდეს, რომ ეს მისი ბრალი არ არის. თვითონ „ბულერს” აქვს რაღაც პრობლემა, რის გამოც ამას აკეთებს. ხედავ, რომ ბავშვს აბულინგებენ, გინდა მიხვიდე, დაეხმარო, მაგრამ აქ შიშია, თუ შენ არ ხარ იმის ამტანი, რომ იმავენაირად მოგექცნენ. ბავშვმა მეგობრებთან და განსაკუთრებით მშობლებთან უნდა ილაპარაკოს, რადგან ისინი დაგამშვიდებენ და დაგარიგებენ”, – საუბრობს  სალომე სანაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები