LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ორი ფანტასტიკური კონცერტი მოვაწყვეთ ფილადელფიასა და ნიუ-იორკში” – თამუნა ალადაშვილი

16
tamunaaladashvilidueti

პირველ ნოემბერს რადიო “არ დაიდარდოს” და ლაშა რამიშვილის გადაცემას “ღვინო, დუდუკი, ქალები” მუსიკოსი თამუნა ალადაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ამერიკულ გასტროლებზე ისაუბრა და ახალი სიმღერა “შენ ისევ მოხვალ” წარმოადგინა.

– თამუნა, გავიგე, თითქოს შენი საყვარელი გიტარა დაკარგე,

– ძალიან არ მინდა ამ ამბის გახსენება, მაგრამ მართლაც მომპარეს გიტარა სახლის ეზოდან.  იმედი მაქვს, ქურდებს მუსიკა მაინც უყვართ და ჩემს გიტარასაც დანიშნულებით გამოიყენებენ.

– რამდენად კმაყოფილი ხარ ამერიკული გასტროლებით?

– ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ორი ფანტასტიკური კონცერტი მოვაწყვეთ ფილადელფიასა და ნიუ-იორკში. საქართველოდან მარტო მე ვიყავი, თუმცა იქ ბუსო მშვენიერაძე, ირაკლი შარაძე, ირაკლი რუსია და ვანო სნოველი შემომიერთდნენ. საკმაოდ სერიოზული – 2-საათიანი პროგრამა წარმოვადგინეთ, რომელიც რამდენიმე განყოფილებად გავყავი და ჯერ ტრადიციული ქართული სიმღერები ვიმღერე, მერე თანამედროვე.  მართალია, ბუსის შემოქმედება ცოტა განსხვავდება ჩემი მუსიკისგან, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივად ვიმღერეთ დუეტში, ამასთანავე, განყოფილებების შესაბამისი, განსხვავებული კოსტიუმით წარვდექი პუბლიკის წინაშე, რისთვისაც დიდი მადლობა დავიმსახურე. რა თქმა უნდა, კონცერტს მეტწილად ქართველი ემიგრანტები სტუმრობდნენ, თუმცა ჩემი ამერიკელი მეგობრებიც მრავლად იყვნენ.

– როგორც ვიცი, სასიამოვნო სიახლეა შენს პირად ცხოვრებაში, საინტერესოა, ვინაა შენი რჩეული?

– სახელს და გვარს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ რამდენიმე წელია ერთად ვართ და მალე დაქორწინებასაც ვაპირებთ. მართალია, ჩემი რჩეული იურისტია, მაგრამ ძალიან უყვარს მუსიკა.

– რამდენად გეხმარება მომავალი მეუღლე შემოქმედებით საქმიანობაში?

– რა თქმა უნდა, მეხმარება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მუდმივ მხარდაჭერას გრძნობ და როცა შენი მეორე ნახევარი შენზე მეტად ხარობს შენი წარმატებით.

– როგორ შექმნა სიმღერა “შენ ისევ მოხვალ”?

– სიმღერა პანდემიის დროს შეიქმნა, ტექსტიც და მუსიკაც თვითონ დავწერე. გიტარის პარტიას ხვიჩა მაღლაკელიძე ასრულებს, არანჟირება კი ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის.

 

თამუნა ალადაშვილი – შენ ისევ მოხვალ

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

თამუნა ალადაშვილი – ისევ მიდიხარ. Live

 

თამუნა ალადაშვილი – მასწავლე. Live

 

თამუნა ალადაშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g