LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ფეხბურთის გუნდი გამოვა: 44 წლის ასაკში ქალი 22-ე შვილს ელოდება

537
Radford-55c4

44 წლის სიუ რედფორდმა  საკუთარ „იუთუბის“ არხზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ორსულად არის. 11 გოგოსა და 10 ბიჭის დედამ ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა და იმედი გამოთქვა, რომ 22-ე ბავშვი ბიჭი იქნება.

ამით კი მრავალრიცხოვან ოჯახში „გენდერული ბალანსს დაიცავს. როგორც სიუ წერს, ბავშვის სქესი მალე გაირკვევა.

რედფორდების ოჯახს პირველი შვილი 1989 წელს ეყოლათ. მაშინ სიუ რედფორდი 14 წლის იყო. 21-ე შვილი კი ოჯახს შარშან შეემატა.

უფროსი შვილები უკვე დამოუკიდებლად აგრძლებენ ცხოვრებას. 30 წლის კრისა და 25 წლის სოფიას უკვე საკუთარი შვილები ჰყავთ.

ამ ეტაპზე, რედფორდები ვიქტორიანული სტილის ძველებურ სახლში 19 შვილთან ერთად ცხოვრობენ, სადაც 10 საძინებელია. სახლი მათ 11 წლის წინ შეიძინეს.

მამას ბავშვები სკოლაში მიკროავტობუსით დაჰყავს. რედფორდების ოჯახს კვირაში 170 გირვანქა სტერლინგი აქვს დანიშნული შემწეობის სახით.

ოჯახს „იუთუბზე“ საკუთარი არხი აქვს, რომელსაც ყოველდღე ანახლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g