LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი მონასტრის ბერები უკრაინაზე ვლაპარაკობდით და მოვიფიქრეთ, რაც თაფლს შევაგროვებთ, მთლიანად ბუჩაში გაგატანოთ – რა ზარი მიიღო გიგა მაქარაშვილმა

118
გიგა მაქარაშვილი

ქართველი ბერები ბუჩაში თაფლის გაგზავნას აპირებენ – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს და დიალოგს ასაჯაროებს.

“ამ თვეში რამდენჯერმე შევცვალე ნომერი. ჯერ უკრაინული მქონდა, ახლა პოლონური… ისედაც სულ ინტერნეტით მაქვს კავშირი ყველასთან და ქართულმა ნომერმა რომ დარეკა ძალიან გამიკვირდა.

– გამარჯობათ, გიგა ხართ?
– გამარჯობა, გიგა ვარ!
-გაგახარებს ღმერთი ძმაო, კარგია რომ მიპასუხე – სითბო შეეტყო ხმაში ალბათ 40 წლამდე კაცს.
-იცოცხლე ძმობილო, რით გემსახურო? ამ სიტყვას (ძმობილო) ისედაც ხშირად ვიყენებ, განსაკუთრებით თუ სახელი არ ვიცი.
-შენ არა, ჩვენ გვინდა მოგეშველოთ მცირე ძღვენით!
-ვახ, დიდი მადლობა ძმაო – არ დავბნეულვარ, მსგავსი შინაარსის ათეულობით წერილი მომდის ყოველ დღე. სახელი მაინც მითხარი, როგორ მოგმართო?
-საბა მქვია, ნათლობის სახელიც და ერისკაცობისაც. რეგიონიდან (შეგნებულად არ ვასახელებ) გირეკავ, ბერი ვარ… პაუზა გააკეთა, ზუსტად იცოდა დავიბნეოდი.
-მამა საბა უნდა დაგიძახო? თითქოს არ შევიმჩნიე დაბნეულობა.
-ტოლები ვართ მე და შენ, თან უბრალო ბერი ვარ, საბას თუ დამიძახებ უფრო გამიხარდება. გულწრფელი იყო საბას ლაპარაკი, სასიამოვნოდ მართალი.
-კარგი საბა, აბა გისმენ?!
-აქეთ ორი მონასტრის ბერები შევიყარეთ ნიკოლოზობას. უკრაინაზე ვლაპარაკობდით და მოვიფიქრეთ რაც თაფლს შევაგროვებთ მთლიანად ბუჩაში გაგატანოთ
აი აქ ისეთი ჟრუანტელი წამოიღო, კაი ხანია მსგავსი არაფერი მახსოვს.
-ვაახ, როგორ გამახარე კარგო კაცო, ბევრს ნიშნავს შენი ზარი ჩემთვის – დიდი ხნის წინ ნაჩხუბარ მეგობარს რომ უცბად შეურიგდები, ეგ შეგრძნება მქონდა.
-კარგი კაცი ხარ გიგა, ძმაო. ლოცვას აქედან არ მოგაკლებთ, თაფლი ბავშვებს წაუღე და თუ ღმერთმა ინება, იქნებ მშენებლობაშიც მოგეხმაროთ!
როუმინგზე ლაპარაკი ძვირია და საუბარიც მალევე შეწყდა…
ოქრო საქმეების კეთებას, ახალი, ოქრო ადამიანების პოვნა ახლავს თან
ჩემო კარგო ქვეყანავ
ნომერი საიდან გაიგო მაგას ვერ მივხვდი” – წერს მაქარაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g