LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ორი ნაბიჯი” და ”უნიქარდი” ერთგულ მომხმარებლებს დააჯილდოვებენ

1552

კომპანიები  „ორი ნაბიჯი“ და „უნიქარდი“ ერთგულ მომხმარებელს დააჯილდოვებენ.  ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანია ”უნიქარდიდან” აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, 150 ადამიანი დასაჩუქრდება „ორი ნაბიჯის“ 50 ლარიანი ვაუჩერით, ხოლო 10 ყველაზე აქტიური – ყვარლის ტბის უნიტურით 2 ადამიანზე. დასაჩუქრებულები ყვარლის ტბაზე 3-დღიანი ტურით სარგებლობას, წლის განმავლობაში, მათთვის სასურველ დროს შეძლებენ.

როგორც ”უნიქარდში” განაცხადეს, დაჯილდოების ცერემონია 15 იანვარს საბჭოს მოედანზე, ტერენტი გრანელის 2-4/ ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე „ორი ნაბიჯის“ მარკეტში 13:00-ზე გაიმართება.

„უნიქარდი“ და „ორი ნაბიჯი“ 5 წელია წარმატებით თანამშრომლობენ. ბარათის 1.5 მილიონ მფლობელს ქულების დაგროვება თბილისის მასშტაბით „ორი ნაბიჯის“ 65 მარკეტში შეუძლია. „ორი ნაბიჯი“ სახლთან ახლოს მდებარე მარკეტებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია და 2016 წლის ბოლოს 100-მდე მარკეტის გახსნას გეგმავს. ხოლო ”უნიქარდი” უნივერსალური დაგროვების ბარათია, რომელზეც ქულების დაგროვება პარტნიორ კომპანიებში მისი გატარებით ხდება. ბარათზე დაგროვებული ქულების დახარჯვა კი შესაძლებელია მომხმარებლის სურვილისამებრ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g