შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. თბილისში დაკავებულია ორი პირი – 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული თბილისში.
სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გ.ქ. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
რეპერი ზაზა ნოზაძე (SF-X) ამ ინფორმაციას საკუთარ გვერდზე აზიარებს და აღნიშნავს, რომ დაკავებულები ასევე რეპერები მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) და გიორგი ქებურია (KayG) არიან. ზაზა ფიქრობს, რომ ეს შესაძლოა, იმ კომიკურ ვიდეოს უკავშირდებოდეს, რომელიც „ბირჟა მაფიის“ სახელით ბიჭებმა 4 ივნისს განათავსეს „ფეისბუქში“. რეპერი დასძენს, რომ ბიჭები ნარკოტიკების მომხმარებლები არ არიან…
ზაზა წერს:
„პრეცედენტი არ ყოფილა მსგავსი, კომიკური ვიდეოს გამო (დაჟე სააკაშვილის დროს) ვინმეს ვინმე დაეჭირა და თან ასეთი მუხლებით…
მიშკა ჩემი მეგობარია და ცხოვრებაში ნარკოტიკული საშუალება არ აქვს გასინჯული, იმავეს თქმა შემიძლია გიორგიზეც, რამდენადაც ვიცნობ.
არავის არაფერი შერჩება!!!!!!!!
ეგრეც არ ბნელა !!!!!!!!!!
არც ისე ცოტა ვართ, იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, რაც ხდება !!!!!!!!!!“
ამავე თემაზე პოსტი გუშინ ღამე გამოაქვეყნა რეპერმა თერიკამ (ირაკლი ქოჩიაშვილი), რომელმაც აღნიშნა:
„მოკლედ, მეგობრებო ჩვენს ქალაქში და არა მარტო ქალაქში, არამედ ქვეყანაში ისევ ძაღლთა თარეშია, ჩვენი და არა მარტო ჩვენი პირადად ჩემი მეგობრები Young Mic და Kay G დაკავებული ჰყავს პოლიციას, გადაიყვანეს ნარკოლოგიურში და ვერაფერი ვერ აღმოუჩინეს და დილამდე არ გვპასუხობენ, თუ რა მიზეზით არიან დაკავებულები, მაგრამ უკვე მიზეზი ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის მათი კლიპი „თ…ლი შავი ზედა“ (იხ. კლიპი) და არ შეიძლება ეგრე!!! მოკლედ, მოდით და მეც დამიჭირეთ…“