LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი შვილი ჰყავთ, ერთი 20 წლისაა, ერთი 15-ის“ – ახალი დეტალები ბათუმში მომხდარ ფემიციდთან დაკავშირებით

1172
IMG_5331

ბათუმში ცოლის მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ოჯახი ქედიდან იყო და ბათუმში ქირით ცხოვრობდნენ.

ქალს რამდენიმე ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული.

ბათუმში კაცმა ცოლი მოკლა

უწყება ამბობს, რომ ის კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ქალს ორი შვილი ჰყავდა, ისინი შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ.

„გადმოვიდა „ხაზეიკა“, იძახდა რაღაც მოხდა, ჩხუბიო და მე ვერ ავდივარ, მეშინიაო, გაიქეცით იქნებ დაეხმაროთო. მეც ვერ ავედი, იმიტომ რომ შემეშინდა.

მერე ხალხი რომ ავიდა ყველა, შიგნით იყვნენ, მერე ავედი და დავინახე, რომ ძირს ეგდო. ორი შვილი ჰყავთ, ერთი 20 წლისაა, ერთი მგონი 15-ის. თბილისში იყო უფროსი და პატარა დედასთან“. – ჰყვება მედიასთან მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

magti 5g