პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ 7 ივნისს თბილისის საქალასო სასამართლოშია დაბარებული.
ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და ორი უწყების ფოტოს აქვეყნებს. მისი თქმით, ორმა სხვადასხვა მოსამართლემ სასამართლოში ერთსა და იმავე დროს დაიბარა:
„ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13:00 საათზე.
კლონს ვამზადებ, მთავარია დატრენინგება მოვასწრო 2 დღეში“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13.00 საათზე კლონს ვამზადებ, მთავარია დატრენინგება მოვასწრო 2 დღეში
Posted by Zurab Girchi Japaridze on სამშაბათი, 04 ივნისი, 2024