ორიგინალი და პატენტი  – კამილა პარკერი პრინცესა დაიანას მსგავს სამოსში

4912
4

მიუხედავად იმისა, რომ პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან დიდი დრო გავიდა, ინტერესი მის მიმართ არ ცხრება. გულშემატკივრები განაგრძობენ ლედი დის შედარებას მის მთავარ კონკურენტთან, კამილა პარკერ-ბოულზთან, რომელმაც დიდი მცდელობის მიუხედავად, პრინცესა დიანას მსგავსი სიყვარული ვერაფრით ვერ დაიმსახურა.

ყველა იცის, რომ კამილა პარკერ-ბოულზმა არაერთხელ სცადა, გაემეორებინა ლედი დის ცნობილი ლუქები, თუმცა მისი ყოველი საჯარო გამოსვლა, კრიტიკის მიზეზი ხდებოდა. მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ პრინცესა დაიანას ვარდისფერი კაბა დიდი შლაპით, ეს ლუქი კამილამაც მოირგო, თუმცა უშედეგოდ. ასევე კრიტიკის მიზეზი გახდა კამილა პარკერის გამოჩენა კრემისფერ პალტოში, პატარა დეკორატიული შლაპით. ამით მან სცადა ლედი დის სტილი გაემეორებინა, თუმცა მოწონება ვერ დაიმსახურა. ცალკე აღნიშვნის ღირსია დაიანას ულამაზესი წითელი კაბა მაქმანებით, კამილას ზუსტად ასეთივე  ეცვა, თუმცა ვერ მოიხდინა.

ყველას გვახსოვს განუმეორებელი ლიდი დი სამგლოვიარო ფორმაში, შავი კაბა თავსაბურავით, ამავე კაბაში კამილას „პატენტი“ უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ კამილასა და დაინას სტილი ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ერთს კონკრეტული სამოსი უხდებოდა, მეორეს კი, ყოველთვის იმაში ადანაშაულებდნენ, რომ მან დაიანას უნიჭოდ მიბაძა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
პრეზიდენტი – ამ არჩევნების ირგვლივ ყველა იმ შავბნელი ძალების სასწაული ბრძოლა იქნება, რომლებსაც არ სურთ არც საქართველოს დამოუკიდებლობა, არც სუვერენობა, არც ევროპულობა – ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ